კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს „Diamti“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაა.
- კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ემსახურება მომხმარებლების მიერ ვებგვერდით სარგებლობის გამარტივებას, მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას, გადახდების მართვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებას.
- პერსონალური მონაცემების დამუშავებით, კომპანია უზრუნველყოფს ვებგვერდის არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციას. ასევე, მომხმარებლისა და კომპანიის კანონიერი ინტერესების დაცვას.
- პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს:
- სახელი და გვარი;
- დაბადების თარიღი;
- პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი;
- საცხოვრებელი მისამართი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- IP მისამართი;
- საბარათე მონაცემები;
- ვებგვერდზე სტუმრობის ფაქტი და მასზე გატარებული დრო;
- კომპიუტერული მოწყობილობის ტიპი;
- საოპერაციო სისტემა;
- ბრაუზერი.
- პერსონალურ მონაცემებში ცვლილების შეტანის ან მათი წაშლის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელმა კომპანიას უნდა მიაწოდოს ელ.ფოსტის - diamti_ltd@yahoo.com გამოყენებით. ამავე მისამართზე, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებულ მონაცემთა შესახებ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე.
- შპს „Diamti“ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს რეგისტრაციის/ავტორიზაციის დროს, მომხმარებლის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით ელ. ფოსტის, სოციალური ქსელის, სატელეფონო ზარის, ვებგვერდის ონლაინ ჩათის გამოყენებისას. პერსონალური მონაცემების დამუშავებაა:
- მომხმარებლის ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით მისი ელექტრონული ფოსტის, პაროლის, სახელისა და გვარის მითითება;
- მომხმარებლის მიერ შეკვეთის განსანთავსებლად მისი საბანკო ინფორმაციის ასახვა;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის/მომსახურების მისაწოდებლად მისი საცხოვრებელი მისამართის მონაცემის გამოყენება;
- მომხმარებლისთვის მარკეტინგული შეტყობინების გაგზავნა ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე;
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გატარებული დროის ნახვა;
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის ნახვა;
- სხვა მოქმედებები, რომლებიც ემსახურება პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანს.
- ვებ-გვერდზე პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლის საბანკო ბარათის ინფორმაცია კომპანიისთვის არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად შპს „Diamti” ამ ინფორმაციას არ ამუშავებს.
- მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვისათვის, კომპანია უზრუნველყოფს ვებგვერდის სისტემის უსაფრთხოებას.
- მიუხედავად იმისა, რომ შპს „Diamti” იცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებისგან, ინტერნეტის გამოყენებით შეგროვებული/გაგზავნილი ინფორმაცია სრულად არასდროსაა დაცული არასანქცირებული წვდომისგან ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ.
- არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნითა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომპანიის ონლაინ სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირებისთვის.
- შპს „Diamti”-მ მომხმარებელის პერსონალური მონაცემები შეიძლება გადასცეს მესამე პირს მხოლოდ კანონდმებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი პროცედურის დაცვით. ასეთ შემთხვევას წარმოადგენს, მაგალითად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციაზე წვდომის დაშვება.
- იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება კომპანიის რეორგანიზაცია ან/და შერწყმა, კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას გადასცემს მის სამართალმემკვიდრეს, რომელსაც იგივე უფლება-მოვალეოებები წარმოეშობა ინფორმაციის დაცვასა და გამოყენებასთან მიმართებით.
შპს „Diamti” იტოვებს უფლებას კანონის მოთხოვნების ან სხვა გარემოებების გათვალისწინების შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ცვლილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის სახით.